რატომ გაუჩინარდა "ძლიერი საქართველოს" ბოლნისის მერობის კანდიდატი - ოპოზიცია ზეწოლაზე საუბრობს
უკვე მესამე დღეა გაუჩინარებულია "ძლიერი საქართველოს" ბოლნისის მერობის კანდიდატი ასეფ ჩირაგოვი და მისი ოჯახიც. როგორც პარტიაში ჰყვებიან, გაუჩინარებამდე ჩირაგოვი მათ დაუკავშირდა და უთხრა, რომ ზეწოლის ქვეშ იყო. მასთან ნათესავი პოლიციელი მივიდა, რომელმაც კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ დიდი თანხა შესთავაზა.
როდესაც ქრთამმა შედეგი ვერ გამოიღო, „ქართული ოცნება“ სხვა მეთოდებზე გადავიდა. ოპოზიციის აზრით, წინასაარჩევნო ტერორში უკვე სხვა უწყებებიც ჩაერთნენ. შეთავაზებაზე უარის შემდეგ ჩირაგოვი უკვალოდ გაქრა - რამდენიმე დღე მისი ტელეფონიც მიუწვდომელი იყო.
დღეს კი მან მხოლოდ ერთი განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში, რომ არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ წყვეტს. ოპოზიციაში ამას "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ ზეწოლასა და დაშინების მეთოდებს უკავშირებენ.
ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.