"ოცნება" აღიარებს, რომ თამაშგარე მდგომარეობაშია - პაპუაშვილი იზოლაციას სხვებს აბრალებს

23.09.25 21:31
"ოცნება" აღიარებს, რომ თამაშგარე მდგომარეობაშია - პაპუაშვილი იზოლაციას სხვებს აბრალებს

დასავლური სამყაროსგან გარიყვის 1 წლის თავზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს ვრცელი წერილი მიუძღვნა. წერილში ის საუბრობს ყველას შეცდომებზე, საკუთარი პარტიის გარდა, და ოპოზიციას პარტნიორებთან ერთად ამ შეცდომების აღიარებისკენ მოუწოდებს.

„ქართულ ოცნებასთან“ კონტაქტი დასავლეთმა ჯერ კიდევ შარშან გაწყვიტა, მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტიამ „რუსული კანონი“ დააინიცირა. მას შემდეგ ხელისუფლება ჩიხიდან გამოსვლის იმედს კონკრეტულ თარიღებს უკავშირებდა: ამომრჩეველს ჯერ 26 ოქტომბრით, შემდეგ 20 იანვრით, ახლა კი 4 ოქტომბრით ამშვიდებენ.

პარტიის ლიდერები, ქადაგიშვილი და მაჭარაშვილი, ცდილობენ თავი ისე წარმოაჩინონ, თითქოს დასავლეთთან იზოლაციას არც გრძნობენ და არც მათგან აღიარება სჭირდებათ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე დღის წინ არაბულ დელეგაციასთან გამოჩენა დამატებითი სიგნალი იყო, რომ „ოცნებამ“ ევროკავშირს ზურგი საბოლოოდ აქცია.

ამ ფონზე ჩნდება კითხვა: რატომ წუხს პაპუაშვილი დასავლეთის არაღიარების გამო და ვის აკუთვნებს ასეთ წერილებს დღეს? — სწორედ ამაზე საუბრობს ექსპერტთა ნაწილი, რომელიც წერილს მმართველი გუნდის იზოლაციისა და პანიკის ნიშანად მიიჩნევს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები