“ბოჭორიშვილი მინისტერიალზე იმიტომ არაა მიწვეული, რომ ივანიშვილის რეჟიმს EU-ში ლეგიტიმაცია არ აქვს“ - სამადაშვილი
ბოჭორიშვილი იქ იმიტომ არ არის მიწვეული, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს აღიარება, როგორც ლეგიტუმურ ხელისუფლებას,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ჯერ კიდევ 2009 წელს მოიპოვა უფლება, რომ მიწვეული ყოფილიყო დროდადრო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, თუმცა დღეს, მიუხედავად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისა, ვითარება შეიცვალა და საქართველო ერთადერთი კანდიდატია, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე არ იწვევენ.
“ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ევროკავშირში არ აქვს ლეგიტიმაცია“, - განაცხადა სამადაშვილმა.
საქართველომ ჯერ კიდევ 2009 წელს მოიპოვა უფლება, რომ მიწვეული ყოფილიყო დროდადრო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, აღმოჩნდა ისე, რომ დღეს, როცა ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვაქვს და ეტაპობრივად უნდა გაგვემყარებინა ჩვენი პოზიციები ევროკავშირთან, ამ წლების განმავლობაში პირველად ხდება, რომ ჩვენი სტატუსის მქონე ქვეყნებს ეპატიჟებიან ამ შეხვედრაზე და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც წარმოდგენილი არ იქნება, იმიტომ რომ მას მართავს არალეგიტიმური რეჟიმი, რომლის დემოკრატიული არჩევის ფაქტი არ არის აღიარებული ევროკავშირის მიერ, ჩვენი ქვეყანა არ იქნება იქ წარმოდგენილი. ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი - საქართველოს მოქალაქემ რაც უნდა გაიგოს აქედან, არის ერთი - საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია ევროკავშირში, მეორე- იზოლაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი მართავს ჩვენს ქვეყანას და მესამე - ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე რაიმე პროგრესს, არამედ ეტაპობრივად დავკარგავთ იმ მონაპოვარს, რაც გვაქვს ევროკავშირთან, მათ შორის უვიზო მიმოსვლას, თუ ხელისუფლება დროულად არ შეიცვალა, დემოკრატიული სტანდარტის მქონე ხელისუფლების მიერ.
ძვალი გადაუგდეს რეალურად, რომ ამბის გამომტანი მაინც ყოფილიყო და მიიწვიეს ელჩი, ეს იყო კეთილი ნების ჟესტი. რაც შეეხება იმას, რომ ბოჭორიშვილი, როგორც ივანიშვილის წარმომადგენელი და არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრი, არ იქნა მიწვეული ამ შეხვედრაზე, სადაც იყვნენ ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან დემოკრატიული სისტემის წარმომადგენლები. ბოჭორიშვილი იქ იმიტომ არ არის მიწვეული, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს აღიარება, როგორც ლეგიტუმურ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ შესაძლოა, ქვეყანას ჰყავდეს არადემოკრატიული ხელისუფლება, მაგრამ მსოფლიო მას იღებდეს, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ევროკავშირში არ აქვს ლეგიტიმაცია, - განაცხადა სამადაშვილმა.