არჩევნებში მონაწილეობა, ისევე როგორც პროტესტში მონაწილეობა, არის იარაღი რეჟიმის წინააღმდეგ - სამადაშვილი

23.09.25 21:34
არჩევნებში მონაწილეობა, ისევე როგორც პროტესტში მონაწილეობა, არის იარაღი რეჟიმის წინააღმდეგ - სამადაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი იმ სამ გზას ასახელებს, რომელიც მისი თქმით, “ოცნების“ ხელისუფლების ჩამოშლას გამოიწვევს.

სამადაშვილის თქმით, “ახლა ყველა საჭიროა დღევანდელი ხელისუფლების დაზიანება, რათა საერთაშორისო წნეხიც გაიზარდოს ამ რეჟიმზე და წინააღმდეგობის განცდაც გაფართოვდეს კიდევ უფრო მეტ ადამიანზე“.

“არჩევნებში მონაწილეობა, ისევე როგორც პროტესტში მონაწილეობა, არის იარაღი რეჟიმის წინააღმდეგ“, - ამბობს ის.

ჩვენ გვჭირდება ამ ხელისუფლების მაქსიმალური დაზიანება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხელისუფლება ჩამოიშლება ხალხის აქტიური პროტესტის, პოლიტიკური ძალების მხრიდან მწყობრი პოლიტიკის და საერთაშორისო წნეხის გაზრდის პირობებში.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საარჩევნო პროცესში, მათ შორის ისეთი ძალადობის ფატქებით, როგორიც ბოლნისში დაფიქსირდა, ჩვენ გავამყარებთ საერთაშორისო წნეხსაც ამ რეჟიმზე და წინააღმდეგობის განცდაც გაფართოვდება კიდევ უფრო მეტ ადამიანზე. პატივს ვცემთ ყველა პროტესტში ჩართულ მოქალაქეს, თუმცა კიდევ უფრო უნდა გაფრთოვდეს.

რაც შეეხება 4 ოქტომბერს - არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის რეჟიმს უნდა უთხრან, ის უნდა წავიდეს, საარჩევნო ყუთთან, არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ საარჩევნო ყუთთანაც უნდა უთხრას და პროტესტიტაც , ჩვენ ამ ადამიანებს ვეუბნებით- შეგიძლია საკუთარი პოზიცია დააფიქსიროთ როგორც საარჩევნო ყუთთან, ისევე პროტესტით. არჩვენებში მონაწილეობა, ისევე როგორც პროტესტში მონაწილეობა არის კონსტიტუციით დაცული უფლება, არის იარაღი რეჟიმის წინააღმდეგ და ორივე იარაღი აქტიურად უნდა გამოვიყენოთ, - ამბობს სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები