4 ოქტომბერს რუსთაველზე იქნება უამრავი ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია ეს ბრძოლა და სწამს გამარჯვების - თინა ბოკუჩავა

23.09.25 22:32
4 ოქტომბერს რუსთაველზე იქნება უამრავი ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია ეს ბრძოლა და სწამს გამარჯვების - თინა ბოკუჩავა

ენმ-ის ლიდერი, თინა ბოკუჩავა 4 ოქტომბერს რუსთაველზე ხალხის დიდ რაოდენობას ელოდება და დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ისეთი ადამიანები იქნება ყოველთვის გაცილებით მეტი, ვისაც ბრძოლის და გამარჯვების სჯერა, ვიდრე ისინი, ვინც რეჟიმთან თანამშრომლობენ და ანიჭებენ მას ლეგიტიმაციას.

ბოკუჩავა მოუწოდებს ყველას, არ მოტყუვდნენ, არ წავიდნენ არჩევნებზე და “რუსულ  სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ მიიღონ“.

4 ოქტომბერს ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს რუსთაველის გამზირზე, რომელიც არ მოტყუვდება, არ წავა არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად და არ შექმნის აქტივობას. მთავარია, ივანიშვილმა დააფიქსიროს აქტივობა, რა წამსაც შედიხარ საარჩევნო უბანზე, ამას აქტივოაბში ითვლის ივანიშვილი და შემდეგ ციფრებით დაიწყებს ჟინგლიორობას და ამ ჟონგლიორობაში , სხვათაშორის, ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას. მოლოდინი მაქვს, რომ აქ იქნება უამრავი ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია ეს ბრძოლა და სწამს და სჯერა გამარჯვების. დარწმუნებული ვარ, ასეთი ადამიანი არის და იქნება ყოველთვის გაცილებით მეტი, ვიდრე ისინი, ვინც რეჟიმთან თანამშრომლობენ, ანიჭებენ ლეგიტიმაციას და ივანიშვილის რეჟიმს უნარჩუნებენ სიცოცხლის უნარიანობას, - განაცხადა ბოკუჩავამ. 

მსგავსი სიახლეები