ბოტკოველი: "ოცნება" ცდილობს, არეულობის ფონი შეიტანონ ადამიანებში, რომ ბევრი ადამიანი არ მოვიდეს პროტესტზე

24.09.25 13:51
ბოტკოველი: "ოცნება" ცდილობს, არეულობის ფონი შეიტანონ ადამიანებში, რომ ბევრი ადამიანი არ მოვიდეს პროტესტზე

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბერს "ოცნების" ხელისუფლებამ პროვოკაციების მოწყობა სცადოს. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა ოპოზიციის დისკრედიტაციასა და ხალხის დაშინებას, თუმცა პროტესტის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი სცენარი ჩაშლისთვის არის განწირული.

ერთადერთი, ვინც მოძალადეა დღეს ჩვენს ქვეყანაში, არის სწორედაც რუსული რეჟიმი, ვინც უბიძგებს ადამიანებს, რომ მათ იბრძოლონ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი იქნება იმდენად დიდი, იმდენად ხალხმრავალი, რომ მათ არ მიეცემათ იმის საშუალება, რაც აქვთ ჩანაფიქრი, რომ მოაწყონ სხვადასხვა პროვოკაციები. ყველაფერს ეცდებიან და ბოლო თვეების განმავლობაში საკმარისად ცდილობდნენ, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და გადაბრალების რეჟიმში არიან, ცდილობენ, არეულობის ფონი შეიტანონ ადამიანებში, რომ ბევრი ადამიანი არ მოვიდეს პროტესტზე. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და სწორედ ბევრი პატრიოტი ადამიანის ძალა დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, რომლითაც მიეცემა ქვეყანას, რომ განვითარდეს, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები