შეშინებულ შალვა პაპუაშვილს და მის პატრონს, ბელადს უნდა ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო - ნადირაძე
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვა და მშვიდობიანი პროტესტი ხელისუფლების შეცვლას მოიტანს. მისი თქმით, ოპოზიცია და მხარდამჭერები ემზადებიან „დროშების მშვიდობიანი რევოლუციისთვის“, ხოლო ძალადობის ნებისმიერი მცდელობა ქართველი ხალხის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება.
მათ ძალიან კარგად იციან, რომ 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რომლებიც ემზადებიან დროშების მშვიდობიანი რევოლუციისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის და შეშინებულ შალვა პაპუაშვილს და მის პატრონს, ბელადს უნდა ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო, არ დარჩება დაუსჯელი და არავინ გაბედოს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც იქ მიდიან იმისთვის, რომ 4-ში საღამოს მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება, აღმართონ ხელი, რადგან თუ ვინმე გასცემს პასუხს ამ ადამიანებს, ეს იქნება ქართველი ხალხი და დიახ, ახალი მთავრობა, ახალი მინისტრი ყველა იმ ადამიანს აგებინებს პასუხს, ვინც გაბედავს და ხელს აღმართავს მშვიდობიანი, თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.