ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრის არმიწვევა ნათელი სიგნალია, რომ ბრიუსელი "ოცნებას არალეგიტიმურად აღიქვამს - სამადაშვილი

24.09.25 14:14
ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრის არმიწვევა ნათელი სიგნალია, რომ ბრიუსელი "ოცნებას არალეგიტიმურად აღიქვამს - სამადაშვილი

ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრის არმიწვევა ნათელი სიგნალია, რომ ბრიუსელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არალეგიტიმურად აღიქვამს, - აცხადებს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროპაში აღარ აღიქმება დემოკრატიულად არჩეულ ძალად და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა მანამ არ იარსებებს, სანამ „ივანიშვილის რეჟიმი“ არ დასრულდება.

ეს არის ძალიან ნათელი დემონსტრირება იმის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის არალეგიტიმური ევროკავშირისთვის. ბოჭორიშვილს არავინ არ თვლის ამ ქვეყნის რეალურ საგარეო საქმეთა მინისტრად. დემოკრატიულად არჩეულად არ მიაჩნიათ ის ხელისუფლება, რომელმაც მიითვისა ქვეყანაში ძალაუფლება და სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ ჩამოიშლება, საქართველოს არანაირი პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანების აღარ აქვს, - ამბობს სამადაშვილი. 

ევროკავშირში „ქართული ოცნების“ იგნორი გრძელდება. ბიძინა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე არ დაპატიჟეს. შეხვედრას, სადაც კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყნის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან, საქართველოდან მხოლოდ ელჩი მიიწვიეს.

„ქართული ოცნება“, რომელიც იზოლაციაშია მოქცეული და ბრიუსელის მხრიდან არაღიარებულ პარტნიორ ძალად მიიჩნევა, დემარშს მიმართავს: მიუხედავად მოწვევისა, შეხვედრაზე ელჩსაც არ უშვებენ.

მინისტერიალის მთავარი თემა უსაფრთხოება და ევროკავშირში ინტეგრაციაა, თუმცა "ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველო მაღალი დონის დისკუსიებში ფაქტობრივად გამოეთიშა.

 

მსგავსი სიახლეები