ბიჭიკო პაიკიძე გრიგოლ ლილუაშვილის კასირი იყო - ბესიკ დონაძე
"ბიჭიკო პაიკიძე გრიგოლ ლილუაშვილის კასირი იყო"- ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა, ბესო დონაძემ "ტვ პირველთან" განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია B.P. TRANS-ის ყოფილი დირექტორი ყოველგვარი მიღება- ჩაბარების აქტების გარეშე ფულს არიცხინებდა გზების დეპარტამენტს
ბიჭიკო პაიკიძე არის ლილუაშვილის ოჯახის წევრი ანუ ნათლიმირონობა საქართველოში კარგად იცით, როგორ არის. ამის გარდა, ეს კაცი იყო ლილუაშვილის კასირი მეგზევეებთან. ეს ადამიანი იყო სრულად უკონტროლო გზების დეპარტამენტისგან. ეს ადამიანი ყოველგვარი მიღება- ჩაბარების აქტების გარეშე ფულს არიცხინებდა გზების დეპარტამენტს და ვერავინ ეწინააღმდეგებოდა გამომდინარე იქიდან, რომ ის ყო ლილუაშვილის უშუალო მოლარე, ფულის მიმტანი გზების დეპარტამენტიდან კონკრეტულად ლილუაშვილის სალაროში.
ეს ვალდებულება ჰქონდა ბიჭიკო პაიკიძეს, შესაბამისად, ასევე იყო ვანის საკრებულოს წევრი და ფაქტობრივად, ეგ იყო ადამიანი, რომელიც წყვეტდა ვის რა ტენდერი უნდა მოეგო, ჯერ, თავიდან, დასავლეთ საქართველოში, ვანში, იმერეთში და შემდეგ უკვე ნელ-ნელა მისი მადა გაიზარდა, - ამბობს ბესიკ დონაძე.
2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია დააკავეს.
ბრალი წაუყენეს კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკაძეს, რომელიც სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.