გრიგოლ გეგელია: ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ ცრუპენტელებისა და თაღლითების პარტიად მიიჩნევს

24.09.25 15:41
გრიგოლ გეგელია: ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ ცრუპენტელებისა და თაღლითების პარტიად მიიჩნევს

მთელი ევროპული კავშირი ძალიან ნათლად  და მკაფიოდ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ანტიქართული და ანტიევროპული რეჟიმი ღიად იტყუება და ავრცელებს დეზინფორმაციას, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია საუბრობს. მისი თქმით, ევროკავშირის და საქართველოს მთავარი პარტნიორების მიმართ მმართველი პარტიის სიცრუის კამპანია საბოლოოდ ქვეყანას უღრმავებს იზოლაციას და გამორიცხავს ნებისმიერ პროგრესს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. 

ფაქტობრივად, მთელი ევროპული კავშირი ძალიან ნათლად  და მკაფიოდ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ანტიქართული და ანტიევროპული რეჟიმი ღიად იტყუება და ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპული კავშირის და ჩვენი ქვეყნის ყველა ძირითადი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. მტელი ევროკავშირი ამბობს, რომ საქართველოს ე.წ. მმართველი რეჟიმი არის ცრუპენტეები, შულერების, მართლაც თაღლითების პარტია, რომელიც დღისით-მზისით, სიცრუეების კორიანტელს აფრქვევს ევროპული კავშირის და ჩვენი პარტნიორების მიმართ და მათ წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში, გამორიცხულია რაიმე ურთიერთობების გაღრმავება, ნორმალიზება და მითუმეტეს, მეტი ევროპული ინტეგრაცია, - ამბობს გეგელია. 

მსგავსი სიახლეები