"თუ იყო ზურგი, საგამოძიებო დაინტერესდება" - კობახიძე დაკავებებზე

24.09.25 17:25
"თუ იყო ზურგი, საგამოძიებო დაინტერესდება" - კობახიძე დაკავებებზე

თუ იყო ზურგი, ამითაც დაინტერესდება საგამოძიებოსს უწყება - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე კითხვას, მივა თუ არა დაკავებების კვალი ლილუაშვილ-ღარიბაშვილამდე.

"ოცნების" ლიდერმა პასუხისმგებლობა მთლიანად საგამოძიებო უწყებებზე გადაიტანა და განაცხადა, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საუბრის უფლება არ აქვს. 

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინსტრის პრეროგატივა არ არის, ისაუბროს სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ასეთ საკითხებზე კომენტარის გაკეთება, ეს არის ძალოვანი სტრუქტურები. ერთადერთი რამ შემიძლიათ, გითხრათ: მთავარი მიზანი არის დანაშაულის გამოვლენა, მთავარი მიზანია კორუფციასთან ბრძოლა და მთავარი მიზანი არის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუ იყო ზურგი, ამითაც დაინტერესდება, ბუნებრივია, საგამოძიებო უწყება, - ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, "ნათესაობას არანაირი მნიშნელობა არ აქვს, თუ არის კონკრეტული ეჭვები": 

პირველ რიგში, ნათესაობას არანაირი მნიშნელობა არ აქვს, თუ არის კონკრეტული ეჭვები, რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიძრას, ბრალის წაყენება უნდა მოხდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. შეგახსენებთ, რომ ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის კორუფციული დანაშაულის. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ორი წლის წინ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშივლი დაბრუნდა პოლიტიკაში, მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მნიშვნელოვანი მინიშნებებით, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით. რასაც დღეს ხედავთ, ეს არის ზუტად იმ განცხადების გამოხატულება და გაგრძელება, მას შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ზომების მიღება, იმისთვის რომ აღმოიფხვრას კორუფცია და უპასუხოდ არ დარჩეს არც ერთი ფაქტი და ამის გამოხატულებაა ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, გაგრძელდება ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა"- თქვა მან. 

2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია დააკავეს.

ბრალი წაუყენეს კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკაძეს, რომელიც სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.

მსგავსი სიახლეები