რას ამბობს ირაკლი კობახიძე გერმანის ელჩის დაბარებაზე

24.09.25 17:41
რას ამბობს ირაკლი კობახიძე გერმანის ელჩის დაბარებაზე

"როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრონციპებს ასე ხდება-ხოლმე" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საგარეო უწყებაში დაბარებაზე დასმულ კითვხას.

"ოცნების" პრემიერმა კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში ფიშერზე და ირწმუნებოდა, რომ ელჩი  რადიკალური ოპოზიციის აქტივობებშია ჩართული.

„როცა იქნება, ამოეწურება უფლებამოსილების ვადა და დატოვებს ქვეყანას“ - თქვა კობახიძემ ფიშერზე.

„მე მგონია, სრულიად ზედმეტია ბატონ ფიშერზე კომანტარების გაკეთება, ამოეწურება როცა იქნება საკუთარი უფლებამოსილების ვადა და დატოვებს ქვეყანას, აბსოლუტურად ზედმეტი მგონია ამ კაცზე რაიმე კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრონციპებს ასე ხდება-ხოლმე მისი დაბარება ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა.

თუ მოუნდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეტალურად კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით, ზოგადად შემიძლია შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულებაზე და ა.შ“,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები