ყაველაშვილი აშშ-ის ვაჭრობის მდივანთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

24.09.25 17:56
ყაველაშვილი აშშ-ის ვაჭრობის მდივანთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

"ქართული ოცნების" პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ვაჭრობის მდივანთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

ყაველაშვილი წერს, რომ ჰოვარდ ლუტნიკს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე შეხვდა და კომუნიკაციაც დაამყარა: 

ჩვენს შორის კომუნიკაცია იყო მეგობრული.

მას გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით. თანაც იმ ფონზე, რომ ჩვენს ხელისუფლებას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ღირებულებითი თანხვედრა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით.

ჰოვარდ ლუტნიკმა მითხრა, რომ აუცილებლად გაუზიარებდა ადმინისტრაციის წევრებს ჩემს მოსაზრებებს"- წერს ყაველაშვილი. 

მსგავსი სიახლეები