ვინ არ (ვერ) წაიკითხა კანონი? - ხაბეიშვილის ადვოკატები პროკურატურას სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელენ

24.09.25 20:47
ვინ არ (ვერ) წაიკითხა კანონი? - ხაბეიშვილის ადვოკატები პროკურატურას სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელენ

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატები პროკურატურას სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელენ - პოლიტიკოსის ინტერესების დამცველები ამტკიცებენ, რომ საგამოძიებო უწყებებმა კანონი განზრახ უგულებელყვეს და 4 ოქტომბრის შიშით, პოლიტიკური დაპირების გამო ხაბეიშვილი ციხეში გამოკეტეს.

პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლში წერია, რომ პოლიტიკური დაპირება, მათ შორის სახელმწიფო სახსრების განაწილების შესახებ, არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად. ის რაც ამ კანონით დანაშაული არ არის, მდინარაძემ კრიმინალად გამოაცხადა. ხაბეიშვილი ციხეში იმის გამო ჩასვეს, რომ სპეცრაზმელებს, თუ კი ისინი უკანონ დავალებებს არ შეასრულებდნენ, ხელისულფების შეცვლის შემდეგ 200 ათასიან ჯილდოს დაპირდა.   

დაარღვია თუ არა კანონი საგამოძიებო უწყებამ? - შალვა პაპუაშვილს, დღეს, არგუმენტების პოვნა გაუჭირდა - ორგანულ კანონში არსებული ჩანაწერი შეაქო, თუმცა გაუჭირდა აეხსნა, ქრთამად უნდა გაიაზროს თუ არა საზოგადოებამ სპეცრაზმელებისთვის პრემიის დარიგება.

პოლიტიკური დაპირება ქრთამად ჩაუთვალეს და საქმე შეუკერეს - ამბობენ ოპოზიციურ პარტიებში - განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა გამოძიების დაწყებიდან 24 საათში სუს-მა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეურაცხყოფილი სპეცრაზმელების მოწმეებად წარდგენა მოსთხოვა და იმავე დღეს სამი სპეცრაზმელის ჩვენება გაჩნდა საქმეში.  

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები