შიდა კლანური ომი თუ ბრძოლა კორუფციასთან - მდინარაძემ, ლილუაშვილის ხალხის დაკავება დაიწყო

24.09.25 20:05
შიდა კლანური ომი თუ ბრძოლა კორუფციასთან - მდინარაძემ, ლილუაშვილის ხალხის დაკავება დაიწყო

სუს-ის ექს შეფის ნათესავის ოფისი დაკეტილია - ბიჭიკო პაიკიძე, რომელსაც ანტიკორუფციული სააგენტო ხალხის ფულის, 4 მილიონის, მოპარვაში სდებს ბრალს, გაქცეულია. გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავმა ქვეყნა იქამდე დატოვა, სანამ დააკავებდნენ. ახლა ჩნდება კითხვა, ლილუაშვილმა მისი კავშირებით სუ-ში ხომ არ გაიგო წინასწარ, რომ მდინარაძე მის გარემოცვას აკავებდა და პაიკიძეს ქვეყნის დატოვება ურჩია.

წლების წინ, როცა ლილუაშვილი პაიკიძის შესაძლო კორუფციულ ბრალდებებზე საუბრობდა და მას პატრიოტ და მშრომელ ადამიანად მოიხსენიებდა  მამუკა მდინარაძე ყურადღებით უსმენდა, ლილუაშვილის ადგილის დაკავების შემდეგ კი ერთ-ერთი პირველი საქმე რომლის გამოძიებაც დაიწყო სუს-ის ყოფილი ბოსის უახლოეს გარემოცვას უკავშირდება. 

სუს-ი ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ლილუაშვილის ნათესავმა, სტიქიით დაზიანებული გზების აღსადგენი ფული მოიპარა. დააკავეს, ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის თანამშრომლები. ახლა ჩნდება კითხვა, ვისთან მიდიოდა წილი მოპარული ფულიდან. შეუძლებელია 4 მილიონი ისე მოეპარათ, რომ ეს მაკონტროლებლებს გამორჩენოდათ. სუს-ი ახლა კორუფციაში ჩართულ პირებს, სხვებზე ჩვენების მიცემას სთხოვს. ჩნდება კითხვა, ხომ არ ეძებენ ჩვენებას, რათა სუს-ის შეფიც დააკავონ. 

ბიჭიკო პაიკიძემ, დიდი ბიზნეს იმპერია "ქართლი ოცნების" მმართველობის წლებში ააშენა, მხოლოდ მის ერთ კომპანიას, რომელიც გამოძიების საქმის მასალებში ფიგურირებს 44 მილიონის ტენდერი აქვს მიღებული. პაიკიძე თავადაც "ქართლი ოცნების" წევრია და ვანის საკრებულოს დეპუტატია. პაიკიძე აშენებდა ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო პარაგრაფს და იღებდა, "არ ემ ჯი გოლდის" დაკვეთებს, რომელის სახელიც საყდრისის აფეთქებას უკავშირდება. 

რა ხდება "ქართულ ოცნებაში", არის ეს შიდა კლანური ომი თუ რეალური ბრძოლა კორუფციასთან? - ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები