ყველა მინუს "ქართული ოცნება" - რატომ არ დაპატიჟეს, ლუქსემბურგში, მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილი

24.09.25 21:09
ყველა მინუს "ქართული ოცნება" - რატომ არ დაპატიჟეს, ლუქსემბურგში, მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილი

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის მოსაწვევის გარეშე დარჩა - საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნების მონაწილეობით ევროკავშირის ორგანიზებულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი გვიყვება, რატომ დატოვეს ბორტს მიღმა მაკა ბოჭორიშვილი.

მოსაწვევის გარეშე დარჩენილი მაკა ბოჭორიშვილი დღეს დუმს. ევროკავშირს დემარშის გამო კობახიძემ უპასუხა. კრიზისში მყოფი უერთიერთოებების მოგვარების ნაცვლად, "ოცნების" ლიდერმა ბრიუსელთან ბოლომდე გამწვავების გზა აირჩია.

ევროპელი მინისტრებისგან  დაიგნორებულმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელს დემარში გამოუცხადა, პროტესტის ნიშნად შეკრებას არ დაესწრება საქართველოს ელჩი ევროკავშირში. ოპოზიცია ამბობს, რომ ასეთი იგნორის რეჟიმში საქართველო არასდროს ყოფილა. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები