"პირველების" ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ, სუს-მა ბიჭიკო პაიკიძის ცოლი დაკითხა

24.09.25 20:01
"პირველების" ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ, სუს-მა ბიჭიკო პაიკიძის ცოლი დაკითხა

"TV პირველისთვის" ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის ცოლი დაკითხვაზე დაიბარეს. იმ დროისთვის, ბიჭიკო პაიკიძეს ქვეყანა უკვე დატოვებული ჰქონდა. 

"პირველების" ინფორმაციით, ბიჭო პაიკიძემ საქართველო თურქეთის გავლით დატოვა. დაკითხვების სერია ამ საქმეზე კი უკვე რამდენიმე კვირაა მიდის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცოლთან არკვევდა როდის, რა ვითარებაში და რა გზით დატოვა ლილუაშვილის ნათესავმა ქვეყანა. 

ცნობისთვის, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია დააკავეს.

ბრალი წაუყენეს კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკაძეს, რომელიც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.

მსგავსი სიახლეები