"მე არავინ მომისმინა" - პეტერ ფიშერი საგარეოში შეხვედრაზე

24.09.25 20:15
"მე არავინ მომისმინა" - პეტერ ფიშერი საგარეოში შეხვედრაზე

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრასთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ "მას არავინ მოუსმინა". 

ელჩის განცხადებით, შეხვედრაზე მასზე უსაფუძვლო თავდასხმები უარყო და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალი კრიზისის პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დააკისრა. 

გერმანიის ელჩის პირველი "გამოძახება" საქართველოში. გერმანიის მხრიდან, მე დეტალურად უარვყავი ჩემზე უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალი კრიზისის პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დავაკისრე, რომლებმაც ქმედებებითა და რიტორიკით ეს გამოიწვიეს და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა გადაღობეს.

მე არავინ მომისმინა.

მე რადიკალი არ ვარ.

მე მეგობრად ვრჩები," - წერს პეტერ ფიშერი. 

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში პეტერ ფიშერი დაიბარეს. უწყების განმარტებით, მათ გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის პატივისცემაზე მიუთითეს და "რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობაზე" შეშფოთება გამოთქვეს.

ცნობისთვის, პეტერ ფიშერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ იმ უსაფუძვლო და პროვოკაციული ბრალდებების უარყოფას აპირებდა, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები მის წინააღმდეგ გამოთქვამენ.

მსგავსი სიახლეები