"ეს არის აღვირახსნილი ძარცვა" - მურთაზ ზოდელავა

24.09.25 22:58
"ეს არის აღვირახსნილი ძარცვა" - მურთაზ ზოდელავა

"ეს არის აღვირახსნილი ძარცვა" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა და კორუფციასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მისი თქმით, ბიჭიკო პაიკიძე "ხაზინადარი და შავი სალაროს მჭერი იყო". მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, რომ კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დაკავებული "ოცნების" ყოფილი წევრების მიმართ ობიექტური განაჩენი არ დადგება. 

ეს კორუფცია ნამდვილად არ არის, ეს არის ყაჩაღობა, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ. კორუფცია იყო 90-იან წლებში, ახლა რასაც ჩვენ ვუყურებთ, როგორც აღმოჩნდა მეტ-ნაკლებად რაღაცა თანამდებობის პირს "ქართულ ოცნებაში", ყველას აღმოაჩნდა ან ფიქტიური სიგარეტის ქარხანა, ან სპირტის ჩამომსხმელი არალეგალური ფაბრიკა, ახლა როგორც ირკვევა ამ ადამიანს აღმოაჩნდა ხაზინადარი, რომელიც ფულს კრეფდა. არ არის ეს კორუფცია, ეს, დღევანდელ ქეისზე რაც არის საუბარი, არის ჯგუფი, რომელიც ყველაფერში ჩანდა და მუდმივად იყო უზარმაზარი ტენდერების მუდმივად წამგლეჯი, სახლში წამღები ხალხი, ეს იყო ამ ადამიანის ხაზინადარი, მოლარე, შავი სალაროს მჭერი, ის ვინც ძებნილია, ბიჭიკო პაიკიძე. საქართველოში კორუფციის ექსპერტებს მასზე აქვთ ფაქტობრივად ენციკლობედია შედგენილი. არ არსებობს NGO, მკვლევარი ორგანიზაცია, სადაც ამ ადამიანთან დაკავშირებით ყველაფერი ზედაპირზე არ იყოს უკვე. მისი კომპანია ფიგურირებდა საყდრისის აფეთქებაში... 

ეს არის ყაჩაღობა, ძარცვა ქვეყნის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ისე კი არ ვუყუროთ ამას როგორც სეირს. არ დადგება მანდ ობიექტური განაჩენი, ქართველმა ხალხმა უნდა დააყენოს ობიექტური განაჩენი 4 ოქტომბერს. ეს არის აღვირახსნილი ძარცვა," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. 

ცნობისთვის, დღეს, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია დააკავეს.

ბრალი წაუყენეს კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკაძეს, რომელიც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.

მსგავსი სიახლეები