4 ოქტომბერს ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი და დამოუკიდებლობა - სალომე ზურაბიშვილი
"ესენი [ქართული ოცნება] მიზანმიმართულად მუშაობენ ქვეყნის იზოლაციის მისახწევად და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ჩვენი მსოფლიო რუკიდან ამოსაშლელად"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილმა განცხადება FACEBOOK-ის პიად გვერდზე მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, სადაც საქართველო მიწვეული არ ყოფილა.
ალბანეთი, სომხეთი, მონტენეგრო. სხვათშორის და იგნორირებული საქართველო!
ერეკლე ხმალით იცავდა საქართველოს და მსოფლიოს გააცნო, ესენი მიზანმიმართულად მუშაობენ ქვეყნის იზოლაციის მისახწევად და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ჩვენი მსოფლიო რუკიდან ამოსაშლელად.
და გვაბრუებენ ვითომცდა პატრიოტულ ლოზუნგებით და ძეგლების აღმართვით!4 ოქტომბერს უნდა ყველამ დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი და დამოუკიდებლობა. კიდევ ერთხელ! რამდენჯერაც დაგვჭირდება!
მეფე ერეკლემ ეს დაგვიტოვა ანდერძად!"- წერს ზურაბიშვილი.