ირაკლი კობახიძემ არ იცის, სად არის და რით ირჩენს თავს ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძემ არ იცის, რით ირჩენს თავს ირაკლი ღარიბაშვილი ახლა - შესაბამისი კომენტარი "ქართული ოცნების" პრემიერმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
TV პირველი დაინტერესდა, სად მუშაობს ახლა ექს პრემიერი და საერთოდ არის თუ არა ის სქართველოში.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ იცის სად არის ყოფილი პრემიერი და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილმა 25 აპრილს თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
TV პირველი: სად არის ირაკლი ღარიბაშვილი?
ირაკლი კობახიძე: არ ვიცი.
ჟურნალისტი: საქართველოშია თუ არა?
ირაკლი კობახიძე: არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე? შეიძლება ორი კვირის წინ მქონდა [კომუნიკაცია] და იმის მერე სხვაგან წავიდა. მე რა ვიცი, მე საიდან უნდა ვიცოდე ეს ყველაფერი“.