ვინ აფინანსებს ქართულ ოცნებას?
მარნეულის მერის მოადგილის, თემურ შუბითიძის მამამ, პაატა შუბითიძემ, „ქართულ ოცნებას“ 50 000 შეწირა.
"საერთაოშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, მისი კომპანიები, შპს „ქცია“ და „შპს „ნომერი-ერთი“ 119 მილიონი ლარის ტენდერების გამარჯვებულები არიან, აქედან 49 მილიონი მარნეულის მუნიციპალიტეტში აქვთ მოგებული მას შემდეგ, რაც მერის მოადგილედ მისი შვილი დაინიშნა.
განცხადების თანახმად, გარდა ამისა, 2023-2024 წლებში შუბითიძის კომპანიებმა „ქციამ“ და „ტრაუმბერგმა“ ქვიშა-ხრეშის მოპოვების ორი ლიცენზია მიიღო ჯამური ფართობით 96,610 კვ.მ.