ცნობილია, რომელი ქვეყნის გავლით დატოვა საქართველო ბიჭიკო პაიკიძემ
გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის კომპანიის მაღალჩინოსნებს ბრალის ოფიციალურ დადგენილებას რამდენიმე წუთში გააცნობენ - მოდულის შენობაში გამომძიებელები ცოტა ხნის წინ შევიდნენ. სუს-ში შენობაში იმყოფებიან დაკავებულების ადვოკატებიც, მათ შორის არის ირმა ჭკადუა, რომელიც ლილუაშვილის ნათესავის, ბიჭიკო პაიკიძის ინტერესებს იცავს.
ჭკადუას დღეს "პირველების" ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ სად იმყოფება ამჟამად ბიჭიკო პაიკიძე და გააფრთხილა თუ არა ის ვინმემ მოსალოდნელი დაკავების შესახებ.
უფლებადამცველი ირწმუნება, რომ პაიკიძე ხშირად ტოვებს ქვეყანას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამოც, ამტკიცებს, რომ ახლა ჯანმრთელობის გამო თურქეთში წავიდა, თუმცა ახლდანდელი მისი ადგილომდოებარეობის შესახებ არ საუბრობს.
ჭკადუა ასევე ირწმუნება, რომ ეს პაიკიძის "ჩვეულებრვი წასვლა" იყო და არავის დაკავების საფრთხესთან დაკავშირებით არ გაუფრთხილებია.
დაბარებული ვართ, ვინაიდან დაუსწრებლად მოხდეს ბრალის წარდგენა. ჩავიბარებ ბრალსი დადგენილებას და სისხლის სამართლის საქმის მასალებს.
ბატონ ბიჭიკო პაიკიძეს გააჩნია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.გენეტიკურად აქვს ეს, ონკოლოგიური პაციენტია და მამა ჰყავს ამით გარდაცვლილი. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა დროებით ტოვებს ხოლმე საქართველოს, ვინაიდან მკურნალობს თურქეთის რესპუბლიკაში. ეს იყო მისი ჩვეულებრივი წასვლა, არანაირ გაფრთხილებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მას რაიმე სახის საფრთხე დამუქრებოდა, არ არსებობდა. ჩვეულებრივ წავიდა.
ის საქართველოდან გაემგზავრა თურქეთის მიმართულებით, მაინც ჩაიტარა გარკვეული პროცედურები, ჩემთვის რომც იყოს მისი ადგილსამყოფელი, ბუნებრივია, მე თქვენ ამის თაობაზე ვერ მოგახსენებთ", - განაცხადა ჭკადუამ.
საქმე ეხება 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებას.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია შპს ,,B.P. TRANS“ - ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო შპს „B.P. TRANS“ -ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს, ის საქართველოში არ იმყოფება.
"პირველების" ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ, დაკითხვაზე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის ცოლიც დაიბარეს. იმ დროისთვის, ბიჭიკო პაიკიძეს ქვეყანა უკვე დატოვებული ჰქონდა. ბიჭო პაიკიძემ, სავარაუდოდ, საქართველო თურქეთის გავლით დატოვა.