"ანტი-ქართული "ოცნება", კალაძე და ივანიშვილი ყოველ არჩევნებზე გატყუებთ" - ირაკლი კუპრაძე

25.09.25 13:59
"ანტი-ქართული "ოცნება", კალაძე და ივანიშვილი ყოველ არჩევნებზე გატყუებთ" - ირაკლი კუპრაძე

"ანტი-ქართული "ოცნება", კალაძე და ივანიშვილი ყოველ არჩევნებზე გატყუებთ" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კახა კალაძემ თბილისში მცხოვრებლები მოატყუა, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი გაშენდებოდა. ასევე, ივანიშვილმა მოატყუა მოქალაქეები, რომ მან უფასოდ გადასცა იპოდრომის ტერიტორია დედაქალაქს მაშინ, როდესაც 80 145 კვადრატული მეტრი სატყეო ნაწილი ძმებ ფხაკაძეებს 85 მლნ ლარად მიყიდა. 

კახა კალაძე უკვე მესამე საარჩევნო კამპანიას აგებს ტყუილზე, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე. 

უკვე ხუთი წელი გავიდა 2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის შემდეგ და იპოდრომი ისევ არის გახრიოკებული. 2020 წელს, მივმართავ თბილისელებს, კახა კალაძე გამოვიდა, საჯარო, პირდაპირ ეთერში პრეზენტაცია გააკეთა კლიპის, სადაც დაგპირდათ, რომ იპოდრომი გახდებოდა ცენტრალური პარკი, მოწყობილი სხვადასხვა სარეკრეაციო ზონით, სხვადასხვა მრავალფუნქციური შინაარსით, მაგრამ მოგატყუათ. ისევ გახრიოკებულია იპოდრომის ე.წ. ცენტრალური პარკი. 

ასევე მოგატყუათ თბილისელებს კახა კალაძემ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საჩუქრად გადასცა იპოდრომი თბილისელებს. რის შედეგადაც ბიზინა ივანიშვილმა ყველაზე მნიშვნელოვანი სატყეო ნაწილი, 80 145 კვადრატული მეტრი გადასცა და მიყიდა ძმებ ფხაკაძეებს და მათ სამშენებლო კომპანიას, ე.წ. ვისოლ ჯგუფს, 85 მლნ ლარად...

ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ანტი-ქართული "ოცნება", მისი თბილისის მერი კახი კალაძე და ბიძინა ივანშვილი ყოველ არჩევნებზე თქვენ გატყუებთ, გტავაზობთ პროპაგანდას, რომ თითქოს და რაიმეს თბილისელებს საჩუქრად გადასცემს და პარალელურად აკეთებს ფულს იმ სიკეთეზე, რომელიც თავის დროზე უკანონოდ ჩაიგდო ხელში...

კორუფციაზე, უკანონობაზე, უსამართლობაზე, ქალაქის ნგრევაზე ორიენტირებულმა, "ქართული ოცნებით" დაკომპლექტებულმა თბილისის საკრებულომ უკვე მწვანე შუქი აუნთო 7 ცათამბრჯენის მშენებლობას, [იპოდრომის ტყის ტერიტორიაზე]. ცხადია, რომ ეს არის ფინანსურად, კორუფციულად, ივანიშვილისთვის მომგებიანი პროექტი და თბილისელებისთვის დამაზიანებელი პროექტი...

ივანიშვილი ყოველ არჩევნებზე გატყუებთ თქვენ და თქვენს საჯარო სიკეთეებზე, მათ შორის მწვანე საფარზე, პარკებზე აკეთებს ფულს და შემდეგ ამ ფულს იყენებს ისევ თქვენ წინააღმდეგ. შესაბამისად არჩევანი არის ნათელი, 4 ოქტომბერს დილით უნდა წახვიდეთ საარჩევნო უბანზე, მხარი დაუჭიროთ პროდასავლურ ოპოზიცია, უარი უთხრათ რუსულ რეჟიმს და შემდეგ გააგრძელოთ საპროტესტო წინააღმდეგობაში მონაწილეობა ბოლომდე, სანამ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ანტ-ქართული "ოცნება" არ ჩამოშორდება ხელისუფლებას," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

მსგავსი სიახლეები