რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული გმირების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ ამხელს ივანიშვილის კოლაბორაციულ, მოღალატურ და რუსეთის მაამებელ პოლიტიკას - ბარამიძე
“რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული გმირების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ ამხელს ივანიშვილის კოლაბორაციულ, მოღალატურ და რუსეთის მაამებელ პოლიტიკას” - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ გმირთა მოედანზე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოებზე შეყრაცხმყოფელი წარწერების ქმედებაზე კომენტირებისას განაცხადა.
დარწმუნებული ვარ ის ვანდალები და ბარბაროსები, რომლებმაც ეს საშინელება ჩაიდინეს, აუცილებლად მალე კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს - ამბობს ბარამიძე.
“უკრაინაში, საქართველოს მტრის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი და დაღუპული ჩვენი პატრიოტების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა იმ კოლაბორანტული, მოღალატური და რუსეთის მაამებლური პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოში ატარებს ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა. დარწმუნებული ვარ ის ვანდალები და ბარბაროსები, რომლებმაც ეს საშინელება ჩაიდინეს, აუცილებლად მალე კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.” - განაცხადა გიორგი ბარამიძემ