ხაბეიშვილი: 4 ოქტომბერს ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური "ვაჭრუკანების" ეპოქა

25.09.25 17:01
ხაბეიშვილი: 4 ოქტომბერს ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური "ვაჭრუკანების" ეპოქა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ 4 ოქტომბერს "ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური "ვაჭრუკანების", ოპოზიციაში "დასაქმებულების", "ლაი-ლაისტების" ეპოქა". 

მისი თქმით, 4 ოქტომბერი იქნება ახალი დასაწყისი, სადაც მთავარი როლი ქართველ ხალხს ექნება.

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

4 ოქტომბრის გამარჯვების დღე არ ეკუთვნის "პოლიტიკოს" ოპოზიციონერებს. ეს დღე არის სახალხო, ეროვნული დღესასწაული. 4 ოქტომბერი არის  ახალი ათვლის წერტილი. ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური "ვაჭრუკანების", ოპოზიციაში "დასაქმებულების", "ლაი-ლაისტების" ეპოქა. ეს იქნება აბსოლუტურად ახლის დასაწყისი, სადაც მთავარი როლი ექნება მის აღმატებულება ქართველ ხალხს.

მიგულეთ რიგით მსახურად, თქვენი მონა-მორჩილი, ლევან ხაბეიშვილი". 

მსგავსი სიახლეები