ირაკლი ღარიბაშვილის ადგილსამყოფელი ცნობილია

25.09.25 18:00
ირაკლი ღარიბაშვილის ადგილსამყოფელი ცნობილია

ირაკლი ღარიბაშვილი თბილისშია, თუმცა სავარაუდოდ სახლიდან არ გამოდის. მოსეშვილის ქუჩაზე ექს პრემიერის სახლთან მისულ "პირველებს" ადგილზე სახელმწიფო დაცვის სამსახური დახვდა. სწორედ მათ გვითხრეს, რომ ღარიბაშვილი საქართველოში იმყოფება. 

დღეს ირაკლი კობახიძეს "პირველებმა" ჰკითხა, იცის თუ არა, სად არის ყოფილი პრემიერი და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე. კობახიძე ირწმუნებოდა, რომ არ იცის, ასევე თქვა, რომ არც ის იცის, რითია დასაქმებული და რითი ირჩენს თავს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს "ქართულმა ოცნებამ" ღარიბაშვილი-ლილუაშვილის გარემოცვის წევრების დაკვება დაიწყო. 

  • 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია დააკავეს. მასთან ერთად ბრალი წაუყენეს კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკაძეს, რომელიც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.
  • მანამდე დააკავეს ღარიბაშვილის გარემოცვის წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

მსგავსი სიახლეები