ნაძალადევში, ოპოზიციის შეკრებაზე, კვერცხები "ოცნების" ახალგაზრდლი წევრებმა ისროლეს - ელისაშვილი
ნაძალადევში „ძლიერი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას კვერცხები "ქართული ოცნების" ახალგაზრდულის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისროლეს. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი საუბრობს.
ელისაშვილის თქმით, თავდასხმა „რეაქტიული ნაღმტყორცნივით“ იყო მოწყობილი და ყველაზე სამარცხვინო ის გახლდათ, რომ კვერცხები ბავშვებსა და ქალებს მოხვდათ.
რეაქტიული ნაღმტყორცნივით ისროდნენ და თან ყველაზე სამარცხვინო ამბავი რაც არის, რომ კუპრაძეს კი არ მოხვედრია ის კვერცხი, ბავშვებს მოხვდათ და ქალებს მოხვდათ. სად გაიზარდნენ, ვინ ასწავლათ ან კაცობა, ან ვაჟკაცობა, არ ვიცი, სუფრაზე რომ სხედან, რას ამბობენ ხოლმე, რომ ქალებს და ბავშვებს კვერცხები უნდა ესროლონ, ამ სადღეგრძელოს? რა ქნეს ახლა? როგორც ირკვევა, "ქართული ოცნების" ახალგაზრდულის წარმომადგენლები იყვნენ ადგილობრივი, ნაძალადევის რაიონის. აი ეგეთი სამარცხვინოები და ეგეთი ფარჩაკები არიან სინამდვილეში. ეგეთი უღირსი ხალხია, - ამბობს ელისაშვილი.
ნაძალადევში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ინციდენტი მოხდა — შეკრებილებს კვერცხები ესროლეს.
შემთხვევა ირაკლი კუპრაძის გამოსვლის დროს დაფიქსირდა, თუმცა მან სიტყვა არ შეუწყვიტა. პირიქით, ირონიულად მიმართა ოპონენტებს და „ქართული ოცნება ლაყე კვერცხების პარტიად“ მოიხსენია.
კუპრაძის თქმით, მსგავსი „სასაცილო ქმედებებით“ მისი პოლიტიკური ოპონენტები ვერაფერს მიაღწევენ.