როდის შევა საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელი - კობახიძე თარიღს ასახელებს

27.09.25 12:27
როდის შევა საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელი - კობახიძე თარიღს ასახელებს

ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან  და არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარჩელი ოქტომბერში შევა

კობახიძე დღეს მედიის წინ ირწმუნებოდა, რომ "ეს დემოკრატიული პროცესია".

„ოქტომბერში შევა წესით შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ქვეშ. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ეს სარჩელი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  გუშინ თეა წულუკიანმა თქვა, რომ ე.წ. საგამოძებო კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი გახდება.

მისი თქმით, ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცედურების წამოწყების მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება. 

   

მსგავსი სიახლეები