"ღალატის კომისიის ბოდვის არ გვეშინია" - გიორგი ბარამიძე პარტიების აკრძალვაზე
"ღალატის კომისიის ბოდვის არ გვეშინია" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაბის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე პარტიების აკრძალვაზე თეა წულუკიანის და შემდეგ ირაკლი კობახიძის განცხადებას.
ბარამიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ქაღალდზე დაწერილი რაღაც ნებართვა თუ დოკუმენტი", რომ ვინმემ აკრძალოს.
- გუშინ თეა წულუკიანმა თქვა, რომ ე.წ. საგამოძებო კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი გახდება.
- მისი თქმით, ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცედურების წამოწყების მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება.
- ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან და არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარჩელი ოქტომბერში შევა.
კარგად ვიციოთ, რომ ივანიშვილის ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას 13 წელია სწორედ ეს ამოცანა აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით დევნოს, "ნაციონალური მოძრაობა" გააუქმოს, მაგრამ ამ საცოდავებმა, ამ რუსეთის და ფულის მონებმა არ იციან და ვერ შეიგნეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ქაღალდზე დაწერილი რაღაც ნებართვა თუ დოკუმენტი. "ნაციონალური მოძრაობა" იყო, არის და იქნება იდეა - ერთიანი, ძლიერი, წელში გამართული სახელმწიფოსი. ჩვენ ამ ღალატის კომისიის ბოდვის ნამდვილად არ გვეშინია", - ამბობს გია ბარამიძე.