ფარსი პროცესის საფუძველზე პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია - ლანა გალდავა

27.09.25 15:49
ფარსი პროცესის საფუძველზე პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია - ლანა გალდავა

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა ამბობს, რომ "ოცნების" მუქარა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, თავიდანვე განწირული პროცესია.  

როდესაც პროცესი არის ფარსი, ამ ფარსი პროცესის საფუძველზე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ასევე არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი - ამბობს ლანა გალდავა 

  • გუშინ თეა წულუკიანმა თქვა, რომ ე.წ. საგამოძებო კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი გახდება.
  • მისი თქმით, ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცედურების წამოწყების მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება. 
  • ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან  და არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარჩელი ოქტომბერში შევა.

საქართველოს პარლამენტი არის არალეგიტიმური. არალეგიტიმური პარლამენტის ასევე კანონდარღვევით შექმნილი ასევე არალეგიტიმური საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, თავიდანვე არის ეს საქმე განწირული, რადგან მთლიანად პროცესი არის ფარსი. როდესაც პროცესი არის ფარსი, ამ ფარსი პროცესის საფუძველზე პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნაც ასევე არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტები", - აცხადებს ლანა გალდავა. 

მსგავსი სიახლეები