"სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა" - მიხეილ სააკაშვილი ამნისტიის შესახებ მურთაზ ზოდელავას ინიციატივას უერთდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მურთაზ ზოდელავას ინიციატივას მხარს უჭერს. მიხეილ სააკაშვილი ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი თქმით, ყველა იმ პატიმრის ამნისტირება, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, მოცემულ მომენტში სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.
მხარს ვუჭერ ჩემი ძველი თანამებრძოლის და უნიჭიერესი იურისტის მურთაზ ზოდელავას ინიციატივას ყველა იმ პატიმრის ამნისტირების თაობაზე, რომელის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის.
ახლა ეს იქნებოდა ძალიან სწორი გადაწყვეტილება, - წერს სააკაშვილი.
4 ოქტომბრის შემდეგ ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა. მისი ინიციატივით, ციხეებიდან გათავისუფლება უნდა შეეხოს არა მხოლოდ პოლიტპატიმრებსა და სინდისის პატიმრებს, არამედ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც არაძალადობრივი დანაშაულებისათვის იმყოფებიან პატიმრობაში.