აუცილებელია ყველა იმ პირის დაკითხვა, ვისაც ბესო ალავიძე ასახელებს - კახა წიქარიშვილი
იურისტი კახა წიქარიშვილი, რომელმაც ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ჩვენება გაასაჯაროვა, ამბობს, რომ აუცილებელია საგამოძიებო უწყებებმა გამოკითხოს ყველა ის პირი, რომლებსაც ჩვენებაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ასახელებს.
მისი თქმით, სწორედ ასეთი ფაქტები გახდა მიზეზი დასავლეთის მხრიდან მოსამართლეების სანქცირების.
ალავიძის მონათხრობი ამბობს იმას, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს არის ის, რის გამოც დასანქცირდნენ მოსამართლეები. რეალურად, ბესო ალავიძის ისტორია იყო ერთ-ერთი მიზეზი იმ სანქციებისა, რომელიც იქნა გამოყენებული. ბევრ ადამიანს ასახელებს და აუცილებელია ყველა ამ ადამიანის დაკითხვა, იმიტომ, რომ იქ კონკრეტულ დეტალებზეა საუბარი და უნდა გაირკვეს, რეალურად, რა მოხდა, როდის და სად", - ამბობს კახა წიქარიშვილი.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ინტერვიუ იურისტმა კახა წიქარიშვილმა გაასაჯაროვა. ბესარიონ ალავიძე 2 საათიან ვიდეო-ინტერვიუში დეტალურად აღწერს როგორ განიცდიდა ზეწოლას ხელისუფლებისა და მოსამართლეების მხრიდან კონკრეტულ საქმეებზე მათთვის სასურველი განაჩენების გამოტანის მიზნით.
ბესარიონ ალავიძე ასეთ საქმეებად "რუსთავი 2"-ის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნებას, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დავა ჯოზეფ ქეისა და პატარკაცეიშვილების ოჯახს შორის, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის დავა მაესტროს წილებზე და ა.შ ის საუბრობს მუქარაზე, ქრთამის შეთავაზებაზე ასახელებს.
ასევე ნახეთ :
- როგორ აიძულებდა ივანიშვილი მოსამართლეებს სასურველი გადაწყვეტილების მიღებას - ყოფილი მოსამართლის სკანდალური განცხადება
- ლევან მურუსიძე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ივანიშვილის მოთხოვნით დანიშნეს - ყოფილი მოსამართლე
- ივანიშვილის ადვოკატმა მითხრა, რომ ეროსი [კიწმარიშვილი] მოკლეს - ყოფილი მოსამართლე
- "სუს-მა მოსამართლეები ოთახში ჩაგვკეტა" - ყოფილი მოსამართლე ყვება, როგორ "შეიკერა" "რუსთავი 2-ის" საქმე