რამდენჯერ შეხვდა ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილს - მოსამართლის პასუხი

03.10.25 13:33
რამდენჯერ შეხვდა ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილს - მოსამართლის პასუხი

 

 

რამდენჯერ შეხვდა ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილს? - ეს კითხვა "პირველებმა" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მას შემდეგ დაუსვა, რაც უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ განაცხადა, რომ მურუსიძე ივანიშვილის რჩეული იყო და სწორედ მისი მოთხოვნით დაინიშნა მაღალ თანამდებობაზე. 

მურუსიძე "ტვ პირველთან" დღეს ირწმუნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილთან მხოლოდ ორი ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა ადრე. რაც შეეხება სატელეფონო კომინიკაციას, მოსამართლე ირწმუნება, რომ ზარი "ოცნების" დამფუძნებელთან არასდროს შემდგარა: 

ადრე ორჯერ შევხვედრივარ ალბათ ოფიციალურად [ბიძინა ივანიშვილს], მეტჯერ არამგონია. სატელეფონო კომუნიკაცია არასდროს მქონია", - განაცხადა მურუსიძემ. 

სკანდალური ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ  ვრცელი ინტერვიუ ინგა გრიგოლიას "რეაქციას" მისცა და განაცხადა, რომ მას აქვს ჩანაწერი რომელშიც ასახულია, როგორ "ურჩევს საქმეებს" სასამართლოს გავლენიანი გარემოცვა მოსამართლეებს. 

მანამდე, იურისტმა კახა წიქარიშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუ გაასაჯაროვა, რომელშიც ალავიძე ჰყვება, როგორ ახორციელებდა ზეწოლას მასზე და მის კოლეგებზე მოსამართლეები, რომლებსაც ალავიძე ე.წ. კლანს უწოდებს. 

ასევე ნახეთ :

 

მსგავსი სიახლეები