ღარიბაშვილი არჩევნებზე მივიდა, თუმცა არ თქვა, რომ მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას"

04.10.25 13:49
ღარიბაშვილი არჩევნებზე მივიდა, თუმცა არ თქვა, რომ მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას"

საქართველოს ექს-პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ მე-11 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. 

მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა - „თქვენ ხართ მთავარი ფეიკერები“.

მეტიც, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანი ისე დატოვა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა არ გადაუხადა.

არ უპასუხა თორნიკე რიჟვაძის შესაძლო თვითმკვლელობაზე დასმულ კითხვას. უპასუხოდ დატოვა მისი გარემოცვის კორუფციის ბრალდებით დაკავებაზე დასმული შეკითხვაც.

საგულისხმოა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა ID ბარათით მისცა.

მსგავსი სიახლეები