რატომ შეიცვალა 4 ოქტომბრის აქციის გეგმები?
რატომ შეიცვალა 4 ოქტომბრის აქციის გეგმები? - ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც დიდი სახალხო პროტესტის ორგანიზატორი იყო, დღეს ამ თემაზე პირველი საჯარო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დემონსტრაცია რუსთაველზე იყო დაგეგმილი და ციხეში ტელევიზორში ნახა, რომ ლოკაცია შეცვალეს.
11 სექტემბრიდან ბევრი რამ შეიცვალა და ტელევიზორში ვნახე, რომ აქცია თავისუფლების მოედანზე იყო - განაცხადა ენმ-ს დაკავებულმა ლიდერმა.
მე ვამბობდი, რომ მშვიდობიანი აქცია უნდა ყოფილიყო რუსთაველზე. ვამბობდი, რომ მშვიდობიანი აქცია იქნება-მეთქი და რა გინდათ, მომედავოთ? დაკავებული ვიყავი და 4 ოქტომბერზე რა გავლენა უნდა მომეხდინა?
11 სექტემბრიდან დაკავებული ვარ, ჩემს სლოგანზე უკვე ვისაუბრე, აქციას მხარს ვუჭერდი, 11 სექტემბრიდან ბოდიში ეხლა, ბევრი რამ შეიცვალა და ტელევიზორში ვნახე, რომ აქცია თავისუფლების მოედანზე იყო, დიახ, მშვიდობიანი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ნახეთ, რა განცხადებები გააკეთა დღეს ლევან ხაბეიშვილმა პროცესზე:
- 15 მილიონი ამოიღეს ღარიბაშვილის სახლიდან და კაცი გარეთ გაუშვით - ხაბეიშვილი
- პირველი განცხადება ორთვიანი იზოლაციის შემდეგ - ლევან ხაბეიშვილი 4 ოქტომბერზე საუბრობს
- როცა ვამბობდი, რომ ღარიბაშვილი კორუმპირებულია, ლილუაშვილს "ქოლცენტრები" აქვს, ფარცხალაძე კი კრიმინალია, მასხარას მეძახდით - ხაბეიშვილი
- მე გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე გესმით? - ხაბეიშვილი
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილებაში წერს, რომ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება ეკრძალება.
ფოტო: ლევან ზაზაძე