საღამოს ისევ რუსთაველზე ვიქნები - შალვა კოღუაშვილმა საპატიმრო დატოვა

04.11.25 14:14
საღამოს ისევ რუსთაველზე ვიქნები - შალვა კოღუაშვილმა საპატიმრო დატოვა

სამოქალაქო აქტივისტმა, შალვა კოღუაშვილმა ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. 

"საღამოს ისევ რუსთაველზე ვიქნები" - ამბობს მკვლევარი. 

  • მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მკვლევარ შალვა კოღუაშვილს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 29 ოქტომბერს შეუფარდა. შსს მას 27 ოქტომბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

დღეს ერთი საათით მოვასწარი ტელევიზორის შეხედვა და ახლა გავიგე ქალბატონი აზას [ჩილაჩავა] პატიმრობა და ისევ სიბრაზე მომაწვა. მეგონა, სხვა რამეს მოიფიქრებდნენ თუმცა ეს სიგიჟე [გრძელდება]. 

ახლა, ოჯახის წევრებს ჩავეხუტრები, მოვწესრიგდები და საღამოს ისევ რუსთაველზე ვიქნები. აქ, [იზოლატორში] ცოტა დავისვენე, ბრძოლას კი აუცილებლად გავაგრძელებ"- თქვა შალვა კოღუაშვილმა. 

სამოქალაქო აქტივისტმა იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გულგრილად უყურებენ: 

იმ ადამიანებს მინდა მივმართო, რომლებიც დაბრმავებულები არიან, ყურები დახშული აქვთ, არ ვგულისხმობ, მათ ვინც ზედა ეშელონებში არიან, არა, ვგულისხმობ მათ, ვინც თითქოს არ იმჩნევს. თუმდაც ქალბატონი აზას მდგომარეობას რომ არ იმჩნევენ... ქალებს იზოლატორში მოთავსებას რომ არ იმჩნევენ, ეს ხომ სიგიჟეა" - დასძინა მან.