თორნიკე რიჟვაძეს პოლიტიკური თავშესაფარი არ დასჭირდება - გია ვოლსკი

17.11.25 17:28
თორნიკე რიჟვაძეს პოლიტიკური თავშესაფარი არ დასჭირდება - გია ვოლსკი

“ოცნება“ აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს ხელშეუხებლობის  გარანტის აძლევს. გია ვოლსკი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მას არ დაიჭერენ.

ვოლსკის თქმით, “თორნიკე რიჟვაძეს დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, პოლიტიკური თავშესაფარი არ დასჭირდება.“

ქვეყანაზე, მსოფლიოში არაფერი არ უნდა გამორიცხოს არავინ, მაგრამ რა საფუძველი აქვს ვინმეს, თუნდაც თორნიკე რიჟვაძეს, მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი. ადამიანებს საქართველოდან გაქცევის და თავშესაფრის მოთხოვნის ერთადერთი მიზეზი შეიძლება ჰქოდენთ, ეს არის დანაშაული. ასეთი დანაშაული კი, ჩემი ინფორმაციით, თორნიკეს არ ჩაუდენია. ყავა დავლიოთ, გადავაბრუნოთ და ვიმკითხაოთ, გამორიცხავთ თუ არა, იმაზე ვილაპარაკოთ. ზოგი მაწონზეც მკითხაობს, კობალტის ჭიქით უნდა დალიო მაწონი, გადაატრიალო და იქაც შეიძლება რარაცები გამოჩნდეს. ახლა თორნიკე რიჟვაძეს მიადგნენ, - განაცხადა ვოლსკიმ.

თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია - ინფორმაცია “პირველებს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა,  ალექსი ახვლედიანმა დაუდასტურა.

ახვლედიანის მტკიცებით, რიჟვაძის გერმანიაში წასვლა მხოლოდ სამკურნალო მიზნებით მოხდა და მას ქვეყანა არ დაუტოვებია.

მასთან ერთად დატოვა ქვეყანა მისმა სიდედრმაც.

გუშინ „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რიჟვაძეს ერთ თვალში მხედველობა დაკარგული აქვს და სავარაუდოდ, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აირჩია საცხოვრებლად ევროპა.

მედიის ინფორმაციით, რიჟვაძესთან ერთად გერმანიაში გადავიდნენ მისი მეუღლე, შვილები და მშობლები.

მსგავსი სიახლეები