რიჟვაძეს გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოში მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება არ არის დაცული-ოპოზიცია

17.11.25 17:45
რიჟვაძეს გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოში მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება არ არის დაცული-ოპოზიცია

თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია - ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური საქართველოში იქამდე არ დაბრუნდება, ვიდრე ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაშია.

„ქართული ოცნების“ ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ახლა რიჟვაძის უსაფრთხოება დაცული არ არის და ამას თავადაც კარგად აცნობიერებს.

ადამიანს ესროლეს, თავიანთი გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ წევრს, ან იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, როგორც თვითონ გვეუბნებიან, რომ სცადა თვითმკვლელობა და ამდენი ხნის შემდეგაც, ერთი ახალი ამბავიც კი არ არის. არანაირი მტკიცებულება, ვიდეოჩანაწერები არ არის გამოქვეყნებული, ეს კი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილისთვის ადამიანი, თუნდაც საკუთარი გუნდის წევრი. მისი გარემოცვა არ არის კომფორტულ მდგომარეობაში, ბათუმსა თუ აჭარაში და ამიტომაც, არ არის გამორიცხული, რომ საერთოდაც არ ჩამოვიდეს საქართველოში. ამას თან ერთვის მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მის თავს მდგომარეობა არის რთული, - აცხადებს კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე.

ენმ-ის ლიდერი თქმით, რიჟვაძეს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ საქართველოში მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება არ არის დაცული და მისი წერილიც, სადაც ის ოჯახის წევრების უსაფრთხოებას ითხოვდა, ამის დასტურია.

მას გაცნობირებული აქვს ის, რომ საქართველოში მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება არ არის დაცული, იმის გათვალისწინებით, რაც მის თავს მოხდა, მითუმეტეს მისი ოჯახის ქწევრები არ არიან დაცული, ჩვენ ვნახეთ მის მიერ დაწერილი თუ გავრცელებული წერილი, სადაც ოჯახის უსაფრთხოებაზე საუბრობდა. ერთი რამე ფაქტია, ერთ-ერთი ლიდერი “ოცნების“, რომელიც 13 წლის განმავლობაში წარმოადგენდა მტავარ ლიდერს, მაფიოზურმა კლანმა გაწირა, - განაცხადა წითლიძემ.

თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია - ინფორმაცია “პირველებს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა,  ალექსი ახვლედიანმა დაუდასტურა.

ახვლედიანის მტკიცებით, რიჟვაძის გერმანიაში წასვლა მხოლოდ სამკურნალო მიზნებით მოხდა და მას ქვეყანა არ დაუტოვებია.

მასთან ერთად დატოვა ქვეყანა მისმა სიდედრმაც.

გუშინ „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რიჟვაძეს ერთ თვალში მხედველობა დაკარგული აქვს და სავარაუდოდ, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აირჩია საცხოვრებლად ევროპა.

მედიის ინფორმაციით, რიჟვაძესთან ერთად გერმანიაში გადავიდნენ მისი მეუღლე, შვილები და მშობლები.

მსგავსი სიახლეები