"ოცნება" ემიგრანტებს ხმის უფლებას ართმევს - როგორია დიასპორის პასუხი

17.11.25 20:12
"ოცნება" ემიგრანტებს ხმის უფლებას ართმევს - როგორია დიასპორის პასუხი

"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ასი ათასობით ემიგრანტს, არჩევნებამდე სამი წლით ადრე, წაართვა. საქართველო საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს აღარ გახსნის. პაპუაშვილს ეშინია, რომ უცხოეთში მყოფ ემიგრანტებზე ვინმე გავლენას მოახდენს და არჩევანს თავისუფალ გარემოში ვერ გააკეთებენ. 

რისი ეშინია "ქართულ ოცნებას"? - ემიგრანტები ამ პარტიის მხარდამჭერები არ არიან. 2016 წელს იზრდება იმ ამომრჩევლის რიცხვი, ვინც უცხოეთში "ქართულ ოცნებას" არ აძლევს ხმას. ბოლო, 2020 წლის, არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" ანტი-რეკორდი მოხსნა და ემიგრანტების ხმების მხოლოდ 13 პროცენტი მიიღო. სადაც არჩევნები არ ყალბდება იქ "ოცნებას" უმრავლესობის მოპოვების მცირე შანსიც კი არ აქვს, ფიქრობენ ის ორგანიზაციები, ვინც წლებია არჩევნებს აკვირდებიან. 

მომდევნო არჩევნები სამი წლის შემდეგაა, რატომ გაუქმეს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ახლა? - ჩნდება ეჭვი, რომ "ოცნება" ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება, ამიტომ სამზადისი უკვე დაიწყო, იცის, რომ მცირე შანსიც კი არ აქვს საზღვარგარეთის უბნებზე რამე შედეგი დადოს. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები