დაკითხვების სერია პროკურატურაში - უწყებაში გიორგი ჭოლაძე მივიდა

18.11.25 14:46
დაკითხვების სერია პროკურატურაში - უწყებაში გიორგი ჭოლაძე მივიდა

დაკითხვების სერია თბილსის პროკურატურაში - "პირველებისთვის" მოწოდებული ინფრომაციით, რამდენიმე წუთის წინ, დაკითხვაზე შევიდა გიორგი ჭოლაძე.  ეს უკანასკნელი მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კითხვები ყოფილ მაღალჩინოსანთან 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით აქვთ.

  • ცნობისთვის, ჭოლაძე თეა წულუკიანის "საგამოძიებო კომისიაზეც" გამოკითხეს. მისი თქმით, 20 ივნისს დარბევამდე, მამუკა ბახტაძე გახარიასთან ერთად პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა და მათ შორის მოხდა შეთანხმება - კერძოდ, ჭოლაძე ამბობს, რომ ბახტაძემ გახარიას უთხრა, რომ არანაირი სპეციალური საშუალება არ უნდა გამოყენებულიყო.

ჭოლაძის თქმით, მას შემდეგ რაც 20 ივნისის ღამეს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მხრიდან განცხადების გაკეთების შემდგომ სროლა დაიწყო, გახარიასა და ბახტაძეს შორის "მძიმე საუბარი" შედგა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ  "ტვ პირველი" წინა კვირას სანდრო წყაროზე დაწყრდნობით წერდა, რომ 20 ივნისის საქმე, მათ შორის ნიკა მელიას წინააღმდეგაც შესაძლოა, გაააქტიურონ. 

  •  წყარო ჰყვება, რომ ივანიშვილის გუნდი მსჯელობს გაავრცელოს ვერსია და საქმეში ჩადოს მოწმეთა ჩვენებები, თითქოს ე.წ. გავრილოვის ღამეს ნიკა მელია და მაშინდცელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შეთანხმებულად მოქმედებდნენ. 

მსგავსი სიახლეები