დავა Credit Suisse-თან ფინალში გადის - შეძლებს თუ არა ივანიშვილი გაყინული მილიონების დაბრუნებას?

20.11.25 13:21
დავა Credit Suisse-თან ფინალში გადის - შეძლებს თუ არა ივანიშვილი გაყინული მილიონების დაბრუნებას?

შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი გაყინული მილიონების დაბრუნებას? - დავა Credit Suisse-თან ფინალში გადის. ლონდონის ბოლო ინსტანციის სასამართლოში  გადაწყვეტილება 24 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს. ივანიშვილი 607 მილიონის დაბრუნებას ითხოვს, თუმცა ოპოზიციის განცხადებით, მაშინ, როდესაც ივანიშვილს ამერიკული სანქციები აქვს დადებული, შესაძლოა ეს ამ 607 მილიონი დოლარის გადარიცხვის აკრძალვაზეც გავრცელდეს.

არის კიდევ ერთი დეტალი, ივანიშვილი ბრიტანული სანქციების პოტენციურ კანდიდატადაც მიიჩნევა - უკვე დიდი ხანია თემთა პალატაში დეპუტატები მოითხოვენ, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო ივანიშვილი სანქციების ქვეშ მოექცეს.

მასზე დაკისრებული ფინანსური სანქციებიდან გამომდინარე, ბრიტანეთმა მას რომც მიაკუთვნოს ამ დავის შედეგად აღნიშნული თანხა, მან შესაძლებელია ეს სარგებელი ვერ მიიღოს. ასევე ვიცით, რომ თავად ბრიტანეთი განიხილავს ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას და შესაბამისად, ამერიკის იურისდიქციაც რომ არ ვრცელდებოდეს ამ შემთხვევაში ამ 607 მილიონზე, შესაძლოა თავად ბრიტანეთის სასამართლოს მიეღო გადაწყვეტილება, რომ ბრიტანეთის შესაძლო სანქციების სამიზნესთვის, ანუ ივანიშვილისთვის აღნიშნული თანხის მიკუთვნება არ მომხდარიყო, ეს დავა მის სასარგებლოდ რომც გადაწყდეს", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ შეისაძლოა ცერც ამჟერად დაიბრუნოს მილიონები ბიძინა ივნიშვილმა. "ოცნების" ლიდერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ მსოფლიოში "უსამართლობა სუფევს". 

სასამართლო პროცესები სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით დაასრულა, მოიგო, თუმცა თანხა არ დაუბრუნებიათ. ცხადია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებასაც. რა შუაშია სანქციები, როდესაც შენ ადამიანს სანქციას უწესებს, ახსნა-განმარტებაც უნდა იყოს და უნდა იყოს დაფუძნებული კონკრეტულ ფაქტებზე. ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. (შეიძლება ისევ ვერ მიიღოს თანხა?) არ ვიცი, ვერ გეტყვით. იმდენი უსამართლობა ხდება და სუფევს მსოფლიოში, გამორიცხული არაფერი არ არის", - განაცხადა კალაძემ. 

  • ცნობისთვის, ივანიშვილმა ბერმუდას სასამართლოში დავა მოიგო, თუმცა უშედეგოდ. 

ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს მისივე მილიონების განკარგვის უფლება არ მიეცა. 

მიზეზად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის "არასანდო რეპუტაცია" დასახელდა. 

2024 წლის 29 თებერვალს, ბერმუდის სასამართლოში გამართული მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილი მოიხსენიეს, როგორც სანქცირების რეალური რისკის ქვეშ მყოფი პირი. ხაზი გაესვა მის ქართულ სასამართლო სისტემაზე გადაჭარბებულ გავლენებსაც. 

მსგავსი სიახლეები