"პირველების" ინფორმაციით, აქციებიდან " ოცნების" სიაში მოხვედრილი ლუკა ძაძამია საკრებულოდან გაუშვეს
"პირველების" ინფორმაციით, პროევროპული აქციებიდან "ქართული ოცნების" სიაში მოხვედრილი 21 წლის იურისტი, ლუკა ძაძამია საკრებულოდან გაუშვეს.
TV პირველმა მოიპოვა განცხადება, რომელიც ძაძამიამ დაწერა - ის საკრებულოს წევრის უფლება-მოსილებას ითხოვს.
ლუკა ძაძამია 2023-24 წლებში აქციების აქტიური მონაწილე იყო, შემდეგ კი უეცრად "ქართული ოცნების" სიაში მოხვდა.
მაშინ ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდები, ვინც მომიტინგეებს შორის იდგნენ, შეცდომაში შეყვანილები არიან, მან კი “ქართული ოცნების“ ირწმუნა.
ძაძამიას სიაში ჩასმას "ოცნების" რიგებში დიდი პროტესტი მოჰყვა. პარტიის მხარდამჭერებიც კი პოლიტიკური პორტირების გამო "ოცნების" ბოსებს ღიად აკრიტიკებდნენ.