ნინო ვარდოსანიძე ამტკიცებს, რომ "ოცნების" მხარდამჭერები ლუკა ძაძამიას არ აბულინგებენ
საკრებულოში "ოცნების" წევრი, ნინო ვარდოსანიძე ამტკიცებს, რომ "ოცნების" მხარდამჭერების მხრიდან ლუკა ძაძამიას მიმართ ბულინგს ადგილი არ ჰქონია.
ვარდოსანიძე დარწმუნებულია, რომ აქციებიდან "ოცნების" სიაში პორტირებული ძაძამია გუნდის მხარდამჭერი დარჩება.
არ მინახავს ნამდვილად ბულინგი მისი მისამართით, მით უფრო "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსი მხრიდან. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ზუსტად ვიცი მისი განწყობა "ქართული ოცნების" მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიმართ და დარწმუნებული ვრ ის კეთილსინდისიერად მოემსახურება და გააგრძელებს თავის სამსახურეობრივი მოვალეობსი შესრულებას", - ამბობს ნინო ვარდოსანიძე.