"ოცნების" მხარდამჭერებს იმხელა ნდობა აქვთ გუნდის ლიდერების მიმართ, რომ (ძაძამიაზე) პრეტენზია არ ჰქონიათ - ნოდარ ბოკერია

21.11.25 15:42
"ოცნების" მხარდამჭერებს იმხელა ნდობა აქვთ გუნდის ლიდერების მიმართ, რომ (ძაძამიაზე) პრეტენზია არ ჰქონიათ - ნოდარ ბოკერია

 

 

საკრებულოში "ოცნების" წევრი, ნოდარ ბოკერია ამბობს, რომ "ოცნების" მხარდამჭერებს იმის გამო, რომ ლუკა ძაძამია აქციებზე იდგა, პრეტენზია არ ჰქონიათ, რადგან ძაძამიამ თავისი შეცდომა გაიაზრა და ეს საჯაროდაც აღიარა.

რაც შეეხება თანაგუნდელის 21 დღეში დასრულებულ კარიერას, ბოკერია ამბობს, რომ ძაძამია კერძო სექტორში გააგრძელებს მოღვაწეობას. 

რეალური მოტივაცია იყო ის, რომ მან მიიღო პირადად ეს გადაწყვეტილება. უნდოდა საქმის გაგრძელება სხვა სამსახურში, კერძოდ კერძო სექტორში. ქართული ოცნების მხარდამჭერებს იმხელა ნდობა აქვთ მმართველი გუნდის ლიდერების მიმართ, რომ რა თქმა უნდა, პრეტენზია არ ჰქონიათ. ადამიანები რა თქმა უნდა, უშვებენ გარკვეულ შეცდომებს, თუმცა მთავარია, რომ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, ლუკა ძაძამიამ გაიაზრა თავისი შეცდომა, აღიარა, განმარტება გააკეთა და  საბოლოო დადგა ისტორიის სწორ მხარე", - ამბობს ნოდარ ბოკერია. 

მსგავსი სიახლეები