"ოცნება" მოსამართლეებს აღარ ენდობა? - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

21.11.25 17:51
"ოცნება" მოსამართლეებს აღარ ენდობა? - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

 

 

რატომ აძლიერებს "ოცნება" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენებს? - დღეს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, თამარ ლალიაშვილმა "პირველებს" უთხრა, რომ "სასამართლოში არიან მოთამაშეები, რომლებიც დავუშვათ ირაკლი ღარიბაშვილს უჭერდნენ მხარს". 

ლალიაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ "სასამართლო კლანი" უკვე თავის თანამოაზრეებს რეალურად აღარ ენდობა. 

ამის შემდეგ "პირველებმა" ივანიშვილის გუნდის წევრებს ჰკითხა, გაჩნდა თუ არა ნოდბის პრობლემა მოსამართლეებში და იგივე ღარიბაშვილის სამეგობრო სასამართლოში გახდა თუ არა სასამართლო სისტემაში ცვლილებების შეტანის მიზეზი, რაც  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენებს უზრდის და საშულებას აძლევს, მოსამართლეს უკვე განაწილებული საქმე ჩამოართვას და სხვა მოსამართლეს გადასცეს.

"ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ამაზე საუბარი "სისულელეა" და ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემაში არავითარი დაპირისპრიება არ არის.

სასამართლოში არავითარი დაპირისპრიება არ არის - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

ქალბატონო ხატია სულ რომ კითხვა დამისვათ, ახლა დღეა თუ ღამეა, მაინც არ გაგცემთ პასუხს - ეუბნება "პირველების" ჟურნალისტს" არჩილ გორულაძე.

რას ნიშნავს არ ვენდობით? რა სისულელეა?  - ამბობს ალუდა ღუდუშაური 

სანქცირებული ლევან მურუსიძის თავმჯდომარეობით იუსტიციის საბჭოს ახალი უფლებები ენიჭება. ცვლილებების მიხედვით, საბჭოს მკვეთრად უძლიერდება შესაძლებლობა, ელექტრონული განაწილების პროცესის მიღმა გადაწყვიტოს, რომელმა მოსამართლემ უნდა განიხილოს კონკრეტული საქმე.

კანონში შესული ცვლილებები საშუალებას აძლევს იუსტიციის საბჭოს, მოსამართლეს უკვე განაწილებული საქმე ჩამოართვას და სხვა მოსამართლეს გადასცეს. 

მსგავსი სიახლეები