რუსთაველზე ჭყვიტინა სათამაშოები მიიტანეს
ფოტო პროტესტის 360-ე დღეს -პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჭყვიტინა სათამაშოები დღესაც მიიტანეს. ამ გზით, აქციის მონაწილეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჭყვიტინა სათამაშოს გამო დაკავებული მომიტინგე, ვანო სხირტლაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და 8-დღიან პატიმრობაში გაუშვა.
დღეს მოწმედ მისულმა პოლიციელებმა, დაადასტურეს, რომ მომიტინგე ჭყვიტინა სათამაშოს გამო დააკავეს.
გელა გელაძის უწყების თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ ვანო სხირტლაძის ჭყვიტინა სათამაშომ თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინათ.