დავით მათიკაშვილი: ემიგრაციისგან ჩარიცხული ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა?
"ძალიან მნიშვნელოვანია თანხა, რაც ჩვენი ემიგრაციისგან ირიცხება, ყველა ოჯახი მადლობელია, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა?" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა საარჩევნო კოდექსის განხილვისას, რომელიც ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემას უკრძალავს.
- "ოცნების" წევრმა „გახარია - საქართველოსთვის“ წევრ ვიკა ფილფანს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ „ემიგრანტების მიერ 2024 წელს გადმორიცხული თანხები 10 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის 40%-ია“.
2024 წელს გადმორიცხული 11 მილიარდ დოლარზე იყო, თუ არ ვცდები, საუბარი. არა, 11 მილიარდი არ გადმორიცხულა — გადმოირიცხა 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარი ჩვენი ემიგრაციისგან. ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი თანხა. ბუნებრივია, ყველა ოჯახი მადლობელია და სწორედ უყურებს ამ მნიშვნელოვან შენატანს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაში. მაგრამ სხვანაირად [შევხედოთ]... ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა?! ეს ფული ჩაერიცხა კონკრეტულ ადამიანებს, იმ მოქალაქეებს, ვისი ოჯახის წევრებიც იმყოფებიან უცხოეთში. გასაგებია ჩვენთვის, რამხელა შრომასთან, რამხელა ენერგიასთან არის დაკავშირებული ის, რომ იქ ნაღვაწის მნიშვნელოვან პროცენტს ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანაში გზავნიან. თუმცა, თანხა მაინც უნდა იყოს ზუსტი, არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება“ - თქვა მათიკაშვილმა.
- 2025 წელს, მხოლოდ 9 თვეში, ემიგრანტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წელს – 3.4 მილიარდი დოლარი, 2023 წელს – 4.1 მილიარდი დოლარი.
- მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს მშპ-ში ფულად გზავნილებს 12%-იანი წილი ჰქონდა. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 13%-ს აჭარბებდა.