იქნება თუ არა ირაკლი კობახიძე არაბული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი?

25.11.25 17:15
იქნება თუ არა ირაკლი კობახიძე არაბული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი?

იქნება თუ არა Eagle Hills-ის პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ირაკლი კობახიძე ან ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელებიც არაბულ კომპანიასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა? - ეს კითხვა დღეს "პირველებმა" პარლამენტში მას შემდეგ დასვა, რაც ცნობილი გახდა, რომ "ოცნება" არაბული ქალაქის მშენებლობისთვის მეწარმეთა შესახებ კანონს ცვლის.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ვახტანგ ბაჩიაშვილი კითხვას თავს არიდებს - ამბობს, რომ ყველა კითხვაზე პასუხს ხვალ კობახიძე პარალემენტში უპასუხებს, სადაც ინტერპელაციის წესით მისვალს აპირებს. 

ხვალ არის ირაკლი კობახიძის ინტერპელაცია და დეტალურად ის ისაუბრებს. ყველა კითხვაზე პრემიერი თავად გასცემს პასუხობს", - ამბობს საპარლამენტო მდივანი.  

საინტერესო პასუხი ჰქონდა  ბეჟან წაქაძეს - "ოცნების" წევრი არათუ არ გამორიცხავს, არამედ ამბობს, რომ თუ კობახიძეს დრო ექნება, სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, შესაძლოა სწორედ მისი კანიდატურა ვიხილოთ. 

არვიცი ვინ დაინიშნება. უამრავი საჯარო მოხელეა, ღირსეული ადამიანები და აირჩევა. თუ კობახიძეს დრო ექნება და გადაწყვეტს, რომ შესაძლებელია, კი ბატონო. რა თქმა უნდა, კარგი იქნება", - ამბობს წაქაზე. 

ცნობისთვის, სამეწარმეო კანონში "ოცნების" მიერ დაანონსებული ცვლილებების შემდეგ, ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენელს კომპანია „Eagle Hills საქართველოში“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა შეუძლია.

  • შესაბამისი ინიციატივა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის და კომიტეტის წევრის ლევან მაჭავარიანის მიერ არის მომზადებული. 

მსგავსი სიახლეები