ონლაინ მედიის პასუხი "ოცნების" მუქარას
ორგანიზებული კამპანია და შეტევა კრიტიკული მედიაზე, - ასე აფასებენ ონლაინ მედიების წარმომადგენლები "ონების" ლიდერების ბრალდებებს. გამოცემა "მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ "ოცნებამ" მათი გაქრობა რეპრესიული კანონებით ვერ მოახერხა და ახლა პირდაპირ დაჭერით ემუქრება. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის მიზანია, დამოუკიდებელი გამოცემები დამნაშავეებად გამოაცხადოს, რათა შემდეგ მათი სხვადასხვა მეთოდებით დასჯა გაუადვილდეს.
ეს არის ორგანიზებული კამპანია და შეტევა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის დაიწყო პერსონალური და ორგანიზაციული თავდასხმებით პირველი პირების მხრიდან, შემდეგ იყო რუსული კანონი, კიდევ სხვა რეპრესიული და დრაკონული კანონები, რომლებიც სახელდახელოდ ერთ ან ორ დღეში მიიღეს და საბოლოო ჯამში, რადგან ამ რეპრესიულ კანონებსაც გავუძელით და ვერ გაგვაქრეს, ახლა დაიწყეს პერსონალური თავდასხმები და პირდაპირ გვემუქრება პაპუაშვილი, რომ დაგვიჭერენ და დაგვაპატიმრებენ. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ პასუხი ვაგოთ კანონის წინაშე, იმიტომ, რომ კანონი ჩვენ არ დაგვირღვევია. ერთი მტკიცებულებაც კი არ არის იმ ბრალდებების დასადასტურებლად, რაშიც გვადანაშაულებენ. და, გვადანაშაულებენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებში, საზოგადოებას გაუჩინონ განცდა, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები და მერე ჩვენი დაკავება, უკანონოდ დაპატიმრება, წიხლქვეშ გაგდება, ცემა ან მოკვლა იყოს ადვილი და არ გამოიწვიოს ამან პროტესტი, - ამბობს გელა მთივლიშვილი.
ინფორმაციას „ინდიგოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის შეფასებით, "ოცნებას" აწუხებს ის კრიტიკული გამოხმაურებები, რომელიც Eagle Hills-ის პროექტს მოჰყვა, ონლაინ მედიებმა კი გააშუქეს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება ახლა მათ დისკრედიტაციას ცდილობს, რათა საზოგადოებამდე სიმართლემ ვეღარ მიაღწიოს.
მე მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" აწუხებს ის უარყოფითი გამოხმაურება, რაც მოჰყვა Eagle Hills-ის პროექტს, რომლის შესახებც დამოუკიდებელმა მედიამ მოუყვა ქართულ საზოგადოებას და ახლა ცდილობენ, რომ ნაცვლად იმ კითხვებზე პასუხისა, რაც აქვს საზოგადოებას, ცდილობენ ახლა, რომ პირიქით, მოახდინონ მედიის დისკრედიტაცია და ხელი შეუშალონ მათ ინფორმაციის გავრცელებაში.
"ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, ყელა ფინანსური გზა გადაუკეტა დამოუკიდებელ ონლაი მედიას და მართლა დიდი ნაწილი ენთუზიაზმით არსებობს. სისულელეა ის თანხები, რასაც ასახელებენ, რასაკვირველია,. არათუ 17 მლნ, 1 მლნ-იც არავის უნახავს თვალით და თუ ეს დადასტურებული ამბებია, მაშინ გამოაქვეყნონ ამის მტკიცებლებები, - ამბობს
შალვა პაპუაშვილი ონლაინ მედიების მიმართ კიდევ უფრო მკაცრ რიტორიკაზე გადავიდა. სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარემ გამოცემები სისხლის სამართლის დანაშაულში დაადანაშაულა.